ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კოვიდ 19-ის წარმოშობის წყარო დაადგინონ, რაც მომავალი ეპიდემიების პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი „საიდუმლოს ფსკერზე ჩასვლაა“ და კრიტიკოსებს, რომლებიც ორგანიზაციას გამოძიების სადავეების ჩინეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ, მოუწოდებს, საკითხის "პოლიტიზირება" შეწყვიტონ.
ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის, მათ შორის ეპიდემიოლოგების და ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტების, ჩინეთში გასაგზავნად, რამდენიმე თვეა მუშაობს. მათი მიზანია დაადგინონ, როგორ წარმოიშვა ახალი კორონავირუსის პანდემია ცხოველებში და როგორ გადავიდა ვირუსი ადამიანებზე.