ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ მსოფლიომ ნახოს, რისი მიღწევაა შესაძლებელი კორონავირუსის პანდემიის დროს სწორი გეგმითა და ზომების მიღებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოს სჭირდება ოლიმპიადა, როგორც “იმედის ზეიმი”.
”დაე, ამ მიწიდან წასულმა იმედის სხივებმა გაანათოს ახალი ცისკარი ჯანმრთელი, უფრო უსაფრთხო და უფრო სამართლიანი სამყაროსთვის,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს იწყება.