ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ „ომირონ“ შტამი ხალხს კლავს და მას არ შეიძლება „მსუბუქი“ ეწოდოს. მისი თქმით, ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და მსოლფიოს
„ახალი შემთხვევების ცუნამი“ იმუქრება. გასული კვირის განმავლობაში პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ 1 კვირის მანძილზე 9.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 71%-ით მეტია“ -განაცხადა მან.
ჯანმო-ს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ დაიფიცირების შემთხვევები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამეირკაში 100%-ით გაიზარდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 78%-ით, ხოლო ევროპაში 65%-ით.