აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 10-დან 12 მაისის ჩათვლით ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება. ქვეყნებმა უკვე გააგზავნეს იმ ძიუდოისტების განაცხადი, რომლებიც ამ ტურნირზე იასპარეზებენ. საქართველო ამ ტურნირზე 10 ძიუდოისტით მიემგზავრება.აღსანიშნავია, რომ ორწლიანი შესვენების შემდეგ ტატამს ტედი რინერი უბრუნდება. ფრანგმა ძიუდოისტმა ბოლოს მაროკოში გამართულ ტურნირზე იასპარეზა, რომლის ფინალშიც თომა ნიკიფოროვი დაამარცხა.ტედი ტოკიოში გასამართი ოლიმპიადისთვის სპეციალურად ემზადება. ფრანგს მესამე ოლიმპიური ოქროს მოგება სურს. რინერი მსოფლიოს 10-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონია.