მიმდინარე წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 211 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი. აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 55 მილიონ 100 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 156 მილიონ 700 ათასი ლარი იყო. ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 29 მილიონ 700 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო 7 მილიონ 900 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა.