თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი შემცირდა. რუსეთის მარცვლეულის კავშირის ინფორმაციით, შეზღუდვების მოლოდინში ექსპორტიორები დიდი რაოდენობით ტვირთავდნენ მარცვლეულს, შედეგად დეკემბერ-იანვარში ექსპორტის ტემპი იყო მაღალი, ხოლო თებერვლის მეორე ნახევრიდან ის შენელდა.
ცნობისთვის, რუსეთში 1-ლი მარტიდან ამოქმედდა ახალი საბაჟო ტარიფები, რომლის შედეგად ტონა მარცვლეულზე ტარიფი 50 ევრომდე გაიზარდა, მაშინ როცა 25 თებერვლამდე 25 ევროს შეადგენდა.
რუსეთის მარცვლეულის კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის 15 თებერვლამდე ექსპორტზე გავიდა 37 მილიონ 300 ათასი ტონა მარცვლეული, მათ შორის, 32 მილიონ 100 ათასი ხორბალი.