ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 294 მილიონ 400 ათასი ლარით ანუ 0.92%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 31 მილიარდ 630 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 124 მილიონ 340 ათასი ლარით ანუ 0.87%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 418 მილიონ 740 ათასი ლარით ანუ 2.37%-ით შემცირდა.
2020 წლის თებერვალში 0.38%-ით ანუ 60 მილიონ 730 ათასი ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 15 მილიარდ 820 მილიონი ლარი შეადგინა.
სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.47 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.81 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.