2021 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132 მილიონ 115 ათასი ლარი შეადგინა. ეს კი 18 მილიონ 747 ათასი ლარით მეტია წინა თვესთან და 32 მილიონ 85 ათასი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2020 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება იყო 100 მილიონ 30 ათასი ლარი, მიმდინარე წლის იანვარში კი 113 მილიონ 368 ათასი ლარი.
ამასთან, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში ბანკებმა 424 მილიონ 936 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს, ხარჯებმა კი 281 მილიონ 156 ათასი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელი კომერციული ბანკებისთვის საკმაოდ რთული იყო. მხოლოდ მარტში ბანკები 943 მილიონ 100 ათასიან ზარალზე გავიდნენ. მარტის შემდეგ ბანკები ზარალზე არ გასულან. საბოლოო ჯამში, 2020 წელი კომერციულმა ბანკებმა 99 მილიონ 262 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.
ცნობისათვის, დღეის მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.