2021 წლის თებერვალში სოჭის საბაჟო გამშვებმა პუნქტმა აფხაზეთიდან მცენარე მიმოზას ორჯერ გაზრდილი ექსპორტი დააფიქსირა, ვიდრე 2020 წლის თებერვალში. გასული წლის თებერვალში აფხაზური მიმოზას ექსპორტმა 100 ტონა შეადგინა, ხოლო წელს 190 ტონა.
ამასთან, როგორც სოჭის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იგეგმება 225 ტონა მიმოზას შეტანა რუსეთში, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 5 წელიწადში.
ამასთან, თბილი ამინდების გამო მიმოზების პირველი პარტიის შეტანა რუსეთში დაიწყეს თებერვლის დასაწყისიდანვე და არა შუა რიცხვებიდან, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.
აფხაზეთიდან მიმოზას ექსპორტი ხორციელდება მოსკოვის, ვორონეჟის, როსტოვის და რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებით, როგორც მცირე თაიგულის სახით, ასევე კერძო მოხმარებისთვის.