იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე რაც სტალინის დროს შეიქმნა. ამ განცხადებით მან სახალხო დამცველის მოხსენება შეაფასა, რომელიც ციხეებში კრიმინალური სუბკულტურას და არაფორმალური მმართველობას შეეხებოდა.
მინისტრის თქმით, სახალხო დამცველს "ამდენი ამბავი" არ უნდა დასჭირდეს იმისთვის, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად შეეფასებინა. წულუკიანის თქმით, ის ომბუდსმენის კრიტიკას ვერ მიიღებს, თუმცა მოხარულია რომ ომბუდსმენმა პენიტენციური სისტემის განვითარების ორწლიანი სტრატეგია დადებითი შეფასება.