იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით როგორც მან აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“- ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. მისივე ინფორმაციით, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, მთლიანობაში კი გადაწყვეტილება არის 100-ზე მეტი გვერდის. წულუკანის განცხადებით გადაწყვეტილებას თან ერთვის იმ ერთი მოსამართლის განსხვავებული აზრიც, რომელმაც წინააღმდეგ მისცა ხმა.