კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რაც არ უნდა ბერიას ეძახდნენ, ის მაინც დაინტერესდება განსხვავებული აზრით და იმით, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს - ეს არის უბრალოდ მისი "ქართული ოცნების" კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთ კეთებას.
წულუკიანი უშუალოდ საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მწვავე პოზიციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ სისტემა არ იარსებებს და არ იქნება შემუშავებული ფულის ხარჯვის სწორი წესი, ის მომღერლებს ხელს ვერ შეუწყობს“.