ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლის „იდუმალი ვარიაციები“ ჩვენება, ასევე, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. კონკურსი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებით ჩატარდა. თეა წულუკიანმა თეატრის სფეროში მოღვაწე ხელოვანებს პროფესიული დღე მიულოცა და მორიგი შემოქმედებითი წარმატებების მიღწევა უსურვა.