უმრავლესობის დეპუტატის თეა წულუკიანის განცხადებით, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მის განცხადებაზე კარლ ჰარცელის შეფასება ჰარცელის პირადი პოზიცია იყო და ევროკავშირის პოზიციას არ წარმოადგენს. როგორც წულუკიანმა განაცხადა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტში პირადად მისი მიწვევით, სწორედ გუშინ გაკეთებული განცხადების თაობაზე მივიდა.
წულუკიანის აზრით, პლენარულ სხდომაზე გვარამიას საკონტაქტო ნომრის გამოცხადება "ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო და ეს მისი პროფესიაა".
ცნობისთვის, კარლ ჰარცელმა წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა.
ამასთან, ელჩის თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად თვლის.