კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სპეციალისტები აცხადებენ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი შეუქცევადი იქნება, მაგრამ სადაც ზიანი შეუქცევადი არ არის, საკონსერვაციო საქმიანობის წარმოება უნდა მოხდეს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისმა სამინისტრომ 3 დღის წინ სპეციალისტები შეკრიბა და მათ შორის, შეთანხმების მიღწევა გააადვილა.