თეა წულუკიანი - გელათს არ სცალია სკანდალებისთვის - ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე - Palitra News

თეა წულუკიანი - გელათს არ სცალია სკანდალებისთვის - ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე

2021-05-20 15:12:55+04:00

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით წინა წლებში გელათის სამონასტრო კომპლექსზე საზიანო ექსპერიმენტი ტარდებოდა.

წულიკიანმა საზოგადოებას მოუწოდა გელათის სამონასტრო კომპლექსზე განთავსებულ ხარაჩოებზე სიარულისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოთხოვა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის, რაზეც უწყებამ თანხმობა მისცა.

მინისტრი ამბობს რომ, ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს გელათში ფრესკები „სკოჩითაა“ დაწებებული ვინაიდან ფრესკებს სპეციალური მასალა აქვს, რათა გამომარილების და გამოშრობის დროს ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს.