ვერეს ხეობაში, დატბორვის არეალში გაცემულია სამშენებლო ნებართვები, რაც არის კატასტროფა - კატეგორიულად დაუშვებელია მდინარის ჭალაში მშენებლობები, - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. თეა გოდოლაძემ ვარაზისხევში, ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მარჯვენა ფერდზე არსებული გრუნტი არასტაბილურია, მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია და არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა. მისი რეკომენდაციაა, გამკაცრდეს რეგულაციები გეოტექნიკურ კვლევებთან დაკავშირებით.