შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმღვანელთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა, ევროკავშირის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლსა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ახვლედიანმა ჰარცელს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა, განახლებული პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები გააცნო, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მხარეები სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა აქტუალურ საკითხებზე, მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.