საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული და პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული მითითებებისა და დავალებების შესაბამისად გრძელდება ინტენსიურ მუშაობა.
მისივე თქმით, განიხილავენ და ხაზს უსვამენ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.