შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი თელავის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა, შეხვედრისას მათ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკით განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო. თეა ახვლედიანი ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა რეგიონული ვიზიტის მიზნებზე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდრო დასახლებულ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას, სამოქალაქო ინტეგრაციის პრიორიტეტებისა და COVID-19-ის პრევენციის მნიშვნელობის ჭრილში ისაუბრა და ამ კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო.