თიბისიმ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო. ბიზნესის მხარდაჭერა, მემკვიდრეობა, კულტურა, თიბისის გუნდი და მომავალი თაობა. ეს ის ხუთი ძირითადი მიმართულებაა, რომლის ირგვლივაც კომპანიის სიეეარ პროექტები ერთიანდება. მომავალი თაობის მხარდასაჭერად კომპანია 2019 წელს ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს. „თიბისის სტიპენდიანტების“- ფარგლებში ბანკი 200, გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდას ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში უკვე სამი წელია ტარდება ბიზნესდაჯილდოება, რომელიც ბიზნესსექტორის ყველაზე დიდი ღონისძიებაა საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა საგანმანათლებლო და ინფორმაციული პლატფორმა თიბისი ბიზნეს ჯ, რომელზეც შესაძლებელია ბიზნესისთვის სასარგებლო ინიციატივებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება. პროგრამა სტარტაპერის თითქმის 2 წლიანი ისტორია კი 410 სტარტაპსა და ჯაბში 83 მილიონ ლარზე მეტ დაფინანსებას ითვლის. 26 წლიანი ისტორიის მქონე თიბისის დღეს 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომელთა საშუალო ასაკი 30 წელია. 2009 წელს შეიქმნა თიბისელების ფონდი, რომელმაც ერთმანეთის დახმარება ტრადიციად აქცია და ჯამურად 4 000 000 ლარზე მეტი გასცა. 2013 წელს კი თიბისის მენეჯმენტის ინიციატივით შეიქმნა მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი. 26 წლის მანძილზე თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში 110 მილიონი ლარი გაიღო და 1,000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.