თბოსადგურებმა სემეკს ახალი ტარიფების დასადგენად მიმართეს. შესაბამისი განცხადებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შპს ჯიფაუერმა", "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ", "მტკვარი ენერჯიმ" და "გარდაბნის თბოსადგურმა" მიმართეს. აღნიშნულ განაცხადებში საუბარია ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გადათვლაზე.
კომისიის დადგენილების გამოცემის ვადად "ჯიფაუერის" შემთხვევაში განსაზღვრული აქვს არაუგვიანეს 2017 წლის 3 დეკემბერი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად - 2017 წლის 8 სექტემბერი. დანარჩენი ოპერატორებისთვის კი კომისიის დადგენილების გამოცემის ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბერი, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად - 2017 წლის 8 სექტემბერი. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი სემეკმა ბოლოს 2016 წლის დეკემბერში დაიანგარიშა და ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.