თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფი სავარაუდოდ გაიზრდება, - ამის შესახებ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 4 თბოელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენაზე მსჯელობს. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, გოჩა შონიას თქმით, ამაზე შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს და აღნიშნული ტარიფი ცნობილი გახდება ორშაბათს კომისიის სხდომაზე.