ბელიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა. მათივე ინფორმაციით ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.