თბილისში, ვანის ქუჩაზე, რკინიგზის ლიანდაგებთან მიტოვებული ვაგონი და ნაგავი დაიწვა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დამწვარია 50 კვ. მ. ფართობი.მათივე ცნობით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.