გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს, ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა როგორც ლენტური, ისე ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი. იქვე განთავსებული იყო 3,5 კუბამეტრი წიწვოვანი სახეობის ფიცარი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანადგარები დალუქეს. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.