თბილისში 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი უჯარმის ქუჩაზე მოხდა.როგორც „ინტეპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისმობს. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით არის დაჭრილი.