დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, უფასო სასადილოებში მომსახურების წესები დროებით იცვლება.
როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორშაბათიდან, უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს, სასადილოში მირთმევის ნაცვლად, სახლში გაატანენ.