თბილისში ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას 400-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი დაესწრო. ტირიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია ბიზნეს პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ბიზნეს სექტორში არსებული სიახლეების გაგების შესაძლებლობა ეძლევათ. კონფერენცია "Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების" ორგანიზებით მოეწყო.