საქართველოში ავსტრალიელ ტურისტს ეძებენ - ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. როგორც ტურისტი ქალის მეგობრები წერენ, ის გუშინ გაუჩინარდა. მეგობრების თქმით ისინი ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ, მათივე ინფორმაციით პოლიციამ ქალის ტელეფონი მთაწმინდის ტერიტორიაზე იპოვა, გუშინ გვიან ღამით დაიწყო სამძებრო სამუშაოები თუმა, ტურისტის კვალს ჯერ მიაკვლიეს. შინაგან საქმეთა სამინიტრო ჯერჯეროიტ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.