თბილისში, მიმდინარე წლის ბოლომდე, 35 შენობა-ნაგებობა გამაგრდება. როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, თბილისში 2013 წლიდან დღემდე დაზიანებულის ხარისხი 713 კორპუსს აქვს მინიჭებული, მათგან დღემდე 142 გამაგრდა. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ეს მონაცემები თბილისის რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან აღნიშნული შენობები მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე შემოწმდა.