თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. შემთხვევა გუშინ, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა გაუპატიურებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.