თბილისში წინდების ახალი საწარმო "ტიფლის ტექსტილი" გაიხსნება. კომპანია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდების წარმოებას 2018 წლის დასაწყისში დაიწყებს. საწარმო თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით იქნება აღჭურვილი. პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. სამომავლოდ კომპანია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და საერთაშორისო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს. "ტიფლის ტექსტილი" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 5 მლნ ლარია.
ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"“ ფარგლებში მთლიანობაში 186 კომპანიაა მხარდაჭერილი.