თბილისის მერის კახა კალახის განცხადებით, დედაქალაქში ტრანზიტული მოძრაობისთვის ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა. მისივე თქმით, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია. თუმცა, როგორც კალაძემ აღნიშნა, მცირე ჯარიმის გამო მძღოლები ამ წესს თამამად არღვევენ.