თბილისში ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. ალილოს მსვლელობა ტრადიციულად დეკორაციების გამოყენებით მოხდება. ალილოს მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. საბოლოდ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება.
ამასთან, მსვლელობას ერთი ჯგუფი გამოეყოფა, რომელიც ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივა, სადაც მათ საჩუქრებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადასცემს. ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ შსს-ს ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.