9-10 ნოემბერს ტაეკვონდოში თბილისის ღია ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 2002დან 2011 წლამდე, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდებმა მიიღეს. შეჯიბრებას საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა. ტურნირში მონაწილოებას იღებდენ: აზერბაიჯანის, უკრაინის და ესტონეთის სპოტული კლუბები. შეჯიბრების ჩატარება - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა და ტაეკვონდოს თბილისის საქალაქო ფედერაციამ უზრუნველყო.