თბილისში სკოლებთან და გზაჯვარედინებზე საპატრულო ეკიპაჟები მორიგეობენ. ამის შესახებ შს მინისტრმა დედაქალაქის მერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შსს და მერია ვალდებულნი არიან, ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან. შესაბამისად ეს იყო შეხვედრისას განხილვის მთავარი საკითხი. მინისტრმა ჟურნალისტების კითხვასაც უპასუხა - სპეცოპერაციის გათვალისწინებით გამკაცრდება თუ არა უსაფრთხოების ზომები ქვეყანაში საახალწლოდ. კახა კალაძის თქმით კი, მერია სამინისტროსთან ერთად რამდენიმე მიმართულებით აქტიური ღონისძიებების გატარებას აპირებს. მისი განცხადებით, შეხვედრის ერთერთი მიზეზი და მიზანი დედაქალაქში საცობების დარეგულირებაც იყო.