დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაებზე რამდენიმე საპროტესტო აქციაა დაგეგმილ. აქციები პარლამენტთან და სასტუმრო „რედისონთან“ გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ. მათი მოთხოვნებია: „საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“.„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები კი სასტუმრო „რედისონთან“ შეკრებას 17:00 საათზე გეგმავენ. აღნიშნული აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება.