დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში, 15 და 16 ოქტომბერს, შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი ეკონომიკური განვითარებისთვის, სოციალური ინკლუზიისთვის და ახალგაზრდობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის გაიმართება.
შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და შემოქმედებით საქართველოსთან და პროგრამა ევროპა საქართველოსთან თანამშრომლობით ტარდება.
ფორუმის მიზანია კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების არსის შესახებ საერთო ცოდნის შექმნა და კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის როლის ხაზგასმა ეკონომიკური და სოცილური ინდუსტრიის, ახალგაზრდა შემოქმედებითი მეწარმეების პროფესიული უნარების და დასაქმების განვითარებაში.
დიდი ბრიტანეთის და საქართველოს საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, ბრიტანული სეზონის განსაკუთრებული აქცენტი მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაზეა მიმართული.