თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირის გარკვეულ დღეებში ღამის საათებშიც იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ღამის თბილისის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომელსაც თებერვლის ბოლოს წარადგენს. ამასთან, მერის განცხადებით, ცვლილებები იგეგმება ტაქსების მიმართულებითაც.
ცნობისთვის, ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წანასაარჩევნო დაპირება იყო და ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაში შედიოდა. როგორც კალაძე აცხადებდა, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის.