უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, თბილისში საცხოვრებელ ბინებზე იჯარის ღირებულება შემცირდა, თუმცა მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებია. სპეციალისტები მოთხოვნის შემცირებას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. რაც შეეხება ბინათსარგებლობას იგივე გირაოს, სააგენტოების ცნობით, ასეთი გარიგების საფასური ბინის რეალურ ღირებულებას თითქმის უტოლდება.