20:59
11 დეკემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა
15-11-2019

თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ მისი საქართველოში ჩატარება ქვეყანაში სათემო ინტერნეტიზაციის წარმატებულმა პროექტებმა განაპირობა .
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ სამიტზე განაცხადა, ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში. მისივე თქმით,  ინტერნეტ ქსელი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ფშავ - ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობაში.
ნიკოლოზ ალავიძეს თქმით, მიუხედავად წარმატებული ინტერნეტიზაციის პროეტებისა ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროს, მათ შორის, ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებით მაღალმთიან  რეგიონებში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები