თბილისში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-4 სხდომა გაიმართა. კომისიის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებით, უნგრეთი-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 4%-ით გაიზარდა და ამასთან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრულ ბაზარზე 20%-ით გაიზარდა.