თბილისში საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ გახსნეს. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ეწერება ხელი, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიციების ურთიერთგაცვლის ნაწილი, ასევე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას განათლების ნაწილში. მისივე თქმით, უნგრულ კომპანიებს საქართველოში აინტერესებთ გადამამუშავებელი წარმოება, მშენებლობა, წყლის რესურსების მართვა და ფარმაცევტიკა.