მონაცემების ანალიზი, მოგზაურობა, თანამედროვე ციფრული ტენდენციები, მომავლის ტექნოლოგიები, მარკეტინგული სტრატეგიები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს თბილისში გამართულ საერთაშორისო ციფრულ კონფერენცია "Touch Digital Summit"-ზე. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება საქართველოში მესამედ ჩატარდა. კონფერენციას გუგლის, ეარბიენბისა და ლეგოს ექსპერტები დაესწრნენ. "Touch Digital Summit" ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ამ სფეროს მრავალ, საინტერესო მიმართულებაზე მუშავე ორგანიზაციას აერთიანებს.