საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, დაახლოებით დინამოს ბაზრობასთან მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 200 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია. ამჟამად ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს, მობილიზებულია 9 მანქანაა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.