თბილისში საბავშვო მოედნები და ატრაქციონები მოეწყობა. საბავშვო მოედნების მოწყობისა და მოედნებზე განსათავსებელი საბავშვო სათამაშო ატრაქციონების სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 23 თებერვალს იწყება და 26 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 199 ათას 970 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საუბარია ისეთ ატრაქციონებზე, როგორიცაა: აიწონა-დაიწონა, საქანელები, აქტივობის კოშკი ანუ ასაძრომი ოთხკუთხა კონსტრუქცია და საბავშვო კომპლექსური ატრაქციონი.