2019 წლის 1-ელ ნახევარში საცხოვრებელი უძრავი ქონების უცხოელ მყიდველთა რაოდენობამ ბაზრის 8% შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2019 წლის 1-ელ ნახევარში საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის ანალიზს ეხება. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2018 წელს უცხოელებზე რეალიზებული ქონების 13% მოდიოდა. ამასთან, კვლევის თანახმად, 2015 წლიდან 2018 წლამდე უძრავი ქონების უცხოელი მყიდველების პროპორცია სტაბილურად იზრდებოდა. რუსეთის, ირანისა და ევროპის არარეზიდენტი მოქალაქეების მხრიდან თბილისში ბინებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. ისრაელის მოქალაქეების მხრიდან კი ინტერესი იზრდება.