10:31
25 ივნისი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
თბილისში ყვითელ წვიმას ელოდებიან - რას გვირჩევენ სინოპტიკოსები დღეს?
23-03-2018

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ცის ყვითელი შეფერილობა სამხრეთიდან ჰაერის ნაკადით წამოსულ ქვიშას უკავშირდება. ამის შესახებ ნიორაძემ "პალიტრანიუსს" განუცხადა.

"ცის ყვითელი ფერი არაფერს მოულოდნელს არ უკავშირდება. დღეს თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ცა ოდნავ ყვითლად არის შეფერილი. განსაკუთრებული არაფერი ხდება. სავარაუდოდ, სამხრეთის რეგიონიდან ჰაერის ნაკადმა ქვიშა წამოიღო და ჰაერში ახლა ყვითელი ფერის ქვიშაა, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა. საშიში არაფერია", - განაცხადა ნიორაძემ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
io
23-03-2018
ეხ... ცამაც კი იცვალა ფერი
სხვა სიახლეები