ქართულ ბაზარზე ყავის ახალი ბრენდი "მონდო" გამოჩნდა. პროდუქციას "ბბ კომპანი“ აწარმოებს. კომპანიამ ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიიღო. „ბბ კომპანი“ პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბაზრის ათვისებას ახლო მომავალში კი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. საწარმოში ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში საერთო ჯამში 4 მილიონ 320 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.